აღსარებები იქნება წერილობითი და მოძღვართან ცოტა დისტანციურად.

ხატს ან ჯვარს შეგიძლიათ თავი დაუხაროთ.

ერთმანეთს ხელს ნუ ჩამოართმევთ და ნუ გადაკოცნით, არამედ თავი დაუხარეთ და ისე მიესალმეთ.

თუ გექნებათ პირბადეები და ხელთათმანები, შეგიძლიათ გაიკეთოთ და ისე მოხვიდეთ ეკლესიაში.

თუ თავს ოდნავ მაინც ვერ გრძნობთ კარგად, გთხოვთ თავი შეიკავოთ ტაძარში მოსვლისგან, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.