მიტროპოლიტი დავითი 1972 წლის 1 ივლისს აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იგი 1977 წლის 9 ნოემბერს, დილის 9 საათზე, ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძარში.

1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.