მეზვერისა და ფარისევლის კვირა 

მეზვერისა და ფარისევლის კვირას ეკლესია წირვაზე წმინდა სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ (ლუკა 14, 12-14) იგავს იხსენებს, თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად უღირსი ადამიანის, გადასახადების ამკრეფის, მეზვერესი. შეიწყალა იგი და სინანულის გამო უფრო წინ დააყენა, ვიდრე ფარისეველი. ამ იგავის გახსენებით ეკლესია მორწმუნეებს სინანულისაკენ მოუწოდებს.მეზვერეები ძირითადად დამპყრობ რომაელებს ემსახურებოდნენ და ებრაელებს განსაკუთრებულად ეზიზღებოდათ. ფარისევლები კი ებრაული რელიგიური ელიტის წარმომადგენლები იყვნენ. იმით გამოირჩეოდნენ, რომ გარეგნულად მოსეს მიერ მიცემულ ებრაულ სჯულს ზედმიწევნით ასრულებდნენ, რაც საკმაოდ რთული იყო. ისინი ღმრთის კანონებს გარეგნულად ასრულებდნენ, მაგრამ სინანული არ ჰქონდათ. მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული ხსნილია. მორწმუნეები ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვას არ იცავენ. დიდმარხვის დაწყებას წინ ასევე ხორციელისა და ყველიერის კვირეები უსწრებს.